ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ

ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ

 მდგომარეობა: 24 მაისი, 2018 წელი

 

  1. ზოგადი ნაწილი

  2. ვებგვერდები

  3. საინფორმაციო ბიულეტენი, თემების გამანაწილებელი, აბონემენტები, ტრენერები, მწვანე კამპუსი

  4. ღონისძიებებზე რეგისტრაცია

  5. პუბლიკაციების გავრცელება


1. ზოგადი ნაწილი

1.1 ოპერატორი და ოპერირების საგანი

მოცემული ონლაინ-შეთავაზებით ოპერირებას ახორციელებს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, ევროპის სამართლით და გერმანიის კანონმდებლობით დადგენილი მონაცემთა დაცვის შესაბამისი რეგულაციების საფუძველზე.

1.2 ინფორმაციის გამოთხოვის უფლება

თქვენ უფლებამოსილი ხართ, გამოითხოვოთ ინფორმაცია იმ პირადი მონაცემების შესახებ, რომელთა დამუშავებაც უშუალო კავშირშია თქვენს პიროვნებასთან. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ამ მონაცემების კორექტირება, წაშლა ან მათი დამუშავების შეზღუდვა. ამისთვის შეგიძლიათ წერილობით მოგვმართოთ, ან გამოგვიგზავნოთ ელექტრონული შეტყობინება მისამართზე datenauskunft@boell.de

1.3 მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი პირი

მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ წერილობით მოგვმართოთ ან გამოგვიგზავნოთ ელექტრონული შეტყობინება მისამართზე datenschutz@boell.de 

1.4 საზედამხედველო ორგანო

თქვენ გაქვთ უფლება, საჩივრით მიმართოთ უფლებამოსილ საზედამხედველო ორგანოს.

 

 2. ვებგვერდები

მოცემული შეთავაზების წაკითხვის ფორმით გამოყენების ფარგლებში პირადი მონაცემების შეგროვება ხდება შემდეგი მიზნებისათვის:

2.1 წვდომა ონლაინ-კონტენტთან
2.2 წვდომა მესამე მხარის კონტენტთან
2.3 ონლაინ-შეთავაზების ოპტიმიზაცია
2.4 ჩვენი ტექნიკური სისტემების დაცვა
2.5 წვდომა კომენტარებთან

2.1 წვდომა ონლაინ-კონტენტთან

2.1.1 მიზანი და მოპოვებული მონაცემები

თქვენს მიერ გამოძახებულ ვებგვერდთან წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, თქვენი ბრაუზერიდან ხდება, მათ შორის, შემდეგი ინფორმაციის (HTTP-მოთხოვნის კონტენტის ფორმით) გადმოგზავნა:

  • თქვენი IP-მისამართი (ციფრული კოდი, რომლის საშუალებითაც ხდება თქვენი კომპიუტერის ინტერნეტკავშირის იდენტიფიცირება);

  • თქვენს მიერ გამოძახებული ვებგვერდი;

  • ინფორმაცია თქვენს მიერ გამოყენებული ბრაუზერის და ოპერაციული სისტემის შესახებ.

2.1.2 სამართლებრივი საფუძველი

მონაცემთა ზემოთ ხსენებული კატეგორიების გამოყენება ხდება თქვენს მიერ გამოთხოვილი კონტენტის მოწოდების და გამოსახულების ხარისხის ოპტიმიზაციის მიზნით. ამგვარი დამუშავება ხორციელდება ჩვენი დასაბუთებული ინტერესის საფუძველზე, რომელიც თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, ინფორმაციასთან წვდომის უზრუნველყოფას გულისხმობს.

2.1.3 მონაცემების გადაცემა და წვდომაზე უფლებამოსილი პირები

წვდომის უფლებები ეფუძნება უფლებამოსილებების ჩვენს შიდა კონცეფციას და სერვისის მომწოდებელ პირებთან წერილობით გაფორმებულ შეთანხმებებს, შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ.

2.1.4 მონაცემების შენახვის ხანგრძლივობა

ზემოთ ხსენებული მიზნით მოპოვებული მონაცემების შენახვა არ ხდება წვდომის პროცესის დასრულების შემდეგ.

2.1.5 თქვენი უფლებები

მხოლოდ ონლაინ-შეთავაზებით სარგებლობის მიზნით შენახული მონაცემების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის, კორექტირების და წაშლის უფლება, როგორც წესი, არ არსებობს, რადგან მხოლოდ კონტენტთან წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, დროებით, ძიების პროცესის შემადგენელი ელემენტის სახით ავტომატურად მიღებული-შენახული მონაცემები კონტენტთან წვდომის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ იშლება და, შესაბამისად, მათ გამოთხოვას შეუძლებელს ხდის.

ამის მიუხედავად, თქვენ ინარჩუნებთ ინფორმაციის გამოთხოვის უფლებას. ამ შემთხვევაში, ჩვენ კონკრეტულ მოთხოვნას ინდივიდუალურ შემთხვევასთან ბმაში გადავამოწმებთ და შევეცდებით, შესაძლებლობის ფარგლებში და ეჭვის არსებობის შემთხვევაში თქვენს კანონიერ მოთხოვნებზე აპელირების გარეშეც ან მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ან, უარის შემთხვევაში, აღნიშნულის დასაბუთება წერილობითი ფორმით მოგაწოდოთ.

2.2 წვდომა მესამე პირების კონტენტთან

სხვა რესურსების კონტენტის ინტეგრირების მიზნით ჩვენს ვებგვერდებზე დამატებით სერვისებს ვიყენებთ. გადამისამართების სერვისი უკავშირდება ჩვენს დასაბუთებულ ინტერესს, რომელიც საკუთარი კონტენტის სხვების კონტენტით გამდიდრებას და მათ ურთიერთდაკავშირებას გულისხმობს. ამასთან ხდება თქვენი გადამისამართება შესაბამის სერვისებთან ისე, რომ ეს უკანასკნელი HTTP-მოთხოვნის (იხ. ზემოთ) საფუძველზე, როგორც წესი, იმასაც გებულობს, რომ თქვენ ჩვენს გვერდზე იმყოფებით. თქვენი კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით - კერძოდ იმის გასაკონტროლებლად, თუ რომელმა მონაცემთა ოპერატორმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ ჩვენს და მის კონტენტს გამოითხოვთ - გადამისამართება, როგორც წესი, მხოლოდ თქვენს მიერ განხორციელებული დადასტურების პროცედურის შემდეგ ხორციელდება.

ხსენებული სერვისების გამოყენების შემთხვევაში, მონაცემების მოპოვება და გამოყენება ხდება შესაბამისი ოპერატორის მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად:

2.3 ონლაინ-შეთავაზების ოპტიმიზაცია

2.3.1 მიზანი და მონაცემთა კატეგორიები

ჩვენი ონლაინ-შეთავაზების ოპტიმიზაციის მიზნით, ვახორციელებთ ჩვენი ვებგვერდის მოხმარების შეფასებას. ამისთვის ვეყრდნობით HTTP-მოთხოვნის შემდეგ ინფორმაციებს:

  • ­თქვენი, ბოლო ორი ციფრული ბლოკის წაშლის შედეგად ანონიმიზირებული IP-მისამართი (ციფრების კომბინაცია, რომელიც თქვენი კომპიუტერის მიმდინარე ინტერნეტკავშირის იდენტიფიცირებას ახდენს);

  • თქვენს მიერ გამოძახებული ვებგვერდი;

  • ინფორმაცია თქვენს მიერ გამოყენებული ბრაუზერის და ოპერაციული სისტემის შესახებ და

  • (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს გვერდზე გადმოინაცვლეთ (ე.წ. რეფერენტული ინფორმაცია).

გარდა ამისა, ვიყენებთ cookies-ს, რათა შევძლოთ ჩვენი მომხმარებლების ხელმეორედ იდენტიფიცირება.

ჩვენი სერვერების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტი - Matomo-ს (ყოფილი Piwik) საშუალებით, ვაგროვებთ ანონიმიზირებული წვდომის სტატისტიკებს. აღნიშნული ინსტრუმენტი წარმოადგენს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც სერტიფიცირებულია გერმანიის მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ მომავალში ვებგვერდზე თქვენი შემოსვლის ანონიმურად აღრიცხული მონაცემების შენახვას. ამ სახის მონაცემების შენახვის გამორიცხვის უზრუნველსაყოფად, თქვენს ბრაუზერზე გამოისახება cookies.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით Matomo (Piwik)-ის საშუალებით მონაცემთა ანონიმურ მოპოვებას:

ჩვენ, გარდა ამისა, ვიყენებთ პროგრამულ უზრუნველყოფას Heatmap, რომელიც ქმნის ვებგვერდის ანონიმიზირებულ მატრიცებს. თუკი თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების გამოყენებას, გთხოვთ დააწკაპუნოთ აქ და მიჰყვეთ Heatmap-ის ინსტრუქციებს.

Piwik და Heatmap ითვალისწინებენ თქვენი ბრაუზერის რეჟიმს "Do not Track". იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელის გააქტიურება გსურთ, ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

2.3.2 სამართლებრივი საფუძველი

მონაცემთა ზემოთ ხსენებული კატეგორიების დამუშავება ხდება ჩვენი ონლაინ-შეთავაზების გაუმჯობესების დასაბუთებული ინტერესის საფუძველზე.

2.3.3 მონაცემების გადაცემა და წვდომის უფლებამოსილების მქონე პირები

წვდომის უფლებები ეფუძნება უფლებამოსილებების ჩვენს შიდა კონცეფციას და სერვისის მომწოდებელ პირებთან წერილობით გაფორმებულ შეთანხმებებს, შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ.

2.3.4 მონაცემთა შენახვის ხანგრძლივობა

პირადი ინფორმაციის ანონიმიზაცია ხდება დაუყოვნებლივ, მონაცემების მოპოვებისთანავე.

2.3.5 თქვენი უფლებები

მონაცემების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის, მათი კორექტირების და წაშლის უფლება არ არსებობს, რადგან მათი ანონიმიზაცია უშუალოდ მოპოვებისთანავე ხდება და, როგორც წესი, ინფორმაციის გამომთხოვი პირის მონაცემებთან წვდომა ჩვენი მხრიდან არ არის შესაძლებელი.

2.4 ჩვენი ტექნიკური სისტემების დაცვა

2.4.1 მიზანი და მონაცემთა კატეგორიები

ჩვენი ტექნიკური სისტემების დაცვის მიზნით, ჩვენ მოვიპოვებთ HTTP-მოთხოვნასთან დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას:

  • თქვენი IP-მისამართი (ციფრების კომბინაცია, რომელიც თქვენი კომპიუტერის მიმდინარე ინტერნეტკავშირის იდენტიფიცირებას ახდენს);

  • თქვენს მიერ გამოძახებული ვებგვერდი;

  • ინფორმაცია თქვენს მიერ გამოყენებული ბრაუზერის და ოპერაციული სისტემის შესახებ და

  • (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს გვერდზე გადმოინაცვლეთ (ე.წ. რეფერენტული ინფორმაცია).

2.4.2 სამართლებრივი საფუძველი

მონაცემთა შენახვა ხდება ჩვენი დასაბუთებული ინტერესის საფუძველზე, რომელიც ჩვენი ტექნიკური სისტემების შეცდომების ან მათზე განხორციელებული თავდასხმების შემთხვევაში შესაბამისი ანალიზის განხორციელებას გულისხმობს.

2.4.3 მონაცემების გადაცემა და წვდომის უფლებამოსილების მქონე პირები

წვდომის უფლებები ეფუძნება უფლებამოსილებების ჩვენს შიდა კონცეფციას და სერვისის მომწოდებელ პირებთან წერილობით გაფორმებულ შეთანხმებებს, შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ.

2.4.4 მონაცემთა შენახვის ხანგრძლივობა

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების არარსებობის შემთხვევაში, ხსენებული მონაცემები იშლება შვიდი დღის ვადაში. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტის აღმოჩენილ შემთხვევაში, მონაცემები იშლება მას შემდეგ, რაც აღარ იარსებებს მათი შემდგომი შენახვის დასაბუთებული ინტერესი.

2.4.5 თქვენი უფლებები

მონაცემთა ხსენებულ კატეგორიებთან მიმართებაში, პრინციპში, არსებობს ინფორმაციის გამოთხოვის და კორექტირების უფლებები. ამასთან, როგორც წესი, პირადი მონაცემების მოპოვება ძირითადად IP-მისამართის საშუალებითაა შესაძლებელი. ამავდროულად, ჩვენ ვალდებულები ვართ უზრუნველვყოთ ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ რეალურად უფლებამოსილი პირებისთვის. შესაბამისად, ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია დამაჯერებელი საბუთის წარმოდგენა, რომ კონკრეტული ინფორმაცია უშუალოდ თქვენ გეხებათ.

2.5 წვდომა კომენტარებთან

2.5.1 მიზანი და მონაცემები

ჩვენი ვებგგვერდების სტუმრებს შეუძლიათ სტატიების ქვეშ კომენტარის დატოვება. ამასთან, ჩვენ ვინახავთ იმ მონაცემებს, რომლებიც კომენტარის ფორმულარშია ასახული:

  • სახელი, გვარი (ხედვა არ არის შეზღუდული)

  • ელ-ფოსტის მისამართი (ხედვა შეზღუდულია)

  • კომენტარის შინაარსი (ხედვა არ არის შეზღუდული)

ამასთან, ბრაუზერის იდენტიფიკაციისთვის ხდება User-Agent-String-ის შენახვა, რის მიზანსაც სპამის ამოცნობის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

2.5.2 სამართლებრივი საფუძველი

მონაცემთა შენახვა და გამოქვეყნება ხდება შესაბამისი თანხმობის საფუძველზე.

2.5.3 მონაცემების გადაცემა და წვდომის უფლებამოსილების მქონე პირები

წვდომის უფლებები ეფუძნება უფლებამოსილებების ჩვენს შიდა კონცეფციას და სერვისის მომწოდებელ პირებთან წერილობით გაფორმებულ შეთანხმებებს, შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ.

ზემოთ ხსენებული "User-Agent-String"-ის დამუშავება ხდება სპამის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით ჩვენი დასაბუთებული ინტერესის საფუძველზე.

2.5.4 მონაცემთა შენახვის ხანგრძლივობა

აღნიშნული პირადი მონაცემები ინახება იქამდე, ვიდრე დაინტერესებული პირი უარს გვეტყვის მონაცემთა გამოყენებაზე და მოითხოვს მათ წაშლას.

2.5.5 თქვენი უფლებები

მონაცემთა ხსენებულ კატეგორიებთან მიმართებაში, პრინციპში, არსებობს როგორც ინფორმაციის გამოთხოვის, ისე კორექტირების უფლება.

 

3. საინფორმაციო ბიულეტენი, თემების გამანაწილებელი, აბონემენტები, ტრენერები, მწვანე კამპუსი

3.1 მიზანი და მონაცემები

ჩვენს მიერ ხდება იმ პირადი მონაცემების მოპოვება, რომლებიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პრიორიტეტული მიზნის შესრულებისთვისაა საჭირო, რაც განსაზღვრულია ფონდის წესდების მე-2 მუხლში. აღნიშნული მონაცემები მოიცავენ მაქსიმუმ შემდეგ ინფორმაციას:

  • სახელი, გვარი

  • სამეცნიერო ხარისხი

  • სქესი / მიმართვის ფორმა

  • დაბადების თარიღი

  • საკონტაქტო ინფორმაცია (საფოსტო მისამართი, ელ-ფოსტა, ტელეფონი, ფაქსი, მესენჯერი, ვებგვერდი)

  • თემატური ინტერესის სფეროები

  • ფონდთან ურთიერთობის ფორმები

  • ფონდის მიერ დამყარებული კონტაქტი

  • პროფესიული კონტაქტები და ინფორმაცია ექსპერტების შესახებ

  • განსაკუთრებული მახასიათებლები

  • ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ

3.2 სამართლებრივი საფუძველი

მონაცემთა შენახვა ხორციელდება შესაბამისი ნებართვის ან ფონდის დასაბუთებული ინტერესის საფუძველზე, რომელიც წესდების შესაბამისი მიზნების შესრულებას გულისხმობს.

3.3 მონაცემების გადაცემა და წვდომის უფლებამოსილების მქონე პირები

წვდომის უფლებები ეფუძნება უფლებამოსილებების ჩვენს შიდა კონცეფციას და სერვისის მომწოდებელ პირებთან წერილობით გაფორმებულ შეთანხმებებს, შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ.

3.4 მონაცემთა შენახვის ხანგრძლივობა

აღნიშნული პირადი მონაცემები ინახება იქამდე, ვიდრე დაინტერესებული პირი უარს გვეტყვის მონაცემთა გამოყენებაზე და მოითხოვს მათ წაშლას. გარდა ამისა, ხორციელდება სისტემატიური კონტროლი, თუ რომელმა პირებმა არ ისარგებლეს ჩვენი შეთავაზებებით ბოლო 18 თვის განმავლობაში. ასეთ შემთხვევებში, დამუშავებისთვის გათვალისწინებული შესაბამისი ვადების ფარგლებში, რომლებიც არ აღემატება 3 თვეს და შესაბამისი შემოწმების შემდეგ, პირადი მონაცემები იშლება ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.

3.5 თქვენი უფლებები

თქვენ უფლებამოსილი ხართ, გამოითხოვოთ ინფორმაცია მონაცემთა ზემოთ ხსენებული კატეგორიების შესახებ ისევე, როგორც მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის კორექტირება, წაშლა ან მათი დამუშავების შეზღუდვა.

 

 4. ღონისძიებებზე რეგისტრაცია

4.1 მიზანი და მონაცემები

ჩვენს მიერ ხდება იმ პირადი მონაცემების მოპოვება, რომლებიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პრიორიტეტული მიზნების შესრულებისთვისაა საჭირო, რაც განსაზღვრულია ფონდის წესდების მე-2 მუხლში. აღნიშნული მონაცემები მოიცავენ მაქსიმუმ შემდეგ ინფორმაციას:

  • სახელი, გვარი

  • სამეცნიერო ხარისხი

  • სქესი / მიმართვის ფორმა

  • საკონტაქტო ინფორმაცია (საფოსტო მისამართები, ელ-ფოსტა, ტელეფონი)

  • ­ღონისძიებასთან დაკავშირებული ინფორმაცია

  • ფონდის მხრიდან დამყარებული კონტაქტი

  • ­ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ
     

4.2 სამართლებრივი საფუძველი

მონაცემთა შენახვა ხორციელდება შესაბამისი ნებართვის ან ფონდის დასაბუთებული ინტერესის საფუძველზე, რომელიც წესდების შესაბამისი მიზნების შესრულებას გულისხმობს.

4.3 მონაცემების გადაცემა და წვდომის უფლებამოსილების მქონე პირები

წვდომის უფლებები ეფუძნება უფლებამოსილებების ჩვენს შიდა კონცეფციას და სერვისის მომწოდებელ პირებთან წერილობით გაფორმებულ შეთანხმებებს, შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ.

4.4 მონაცემთა შენახვის ხანგრძლივობა

ღონისძიებების მონაწილეები ეთანხმებიან მათთან კონტაქტის დამყარებას ისევე, როგორც ღონისძიების მომზადების, ჩატარების, შემდგომი ანალიზის და დოკუმენტირების მიზნით მათი მონაცემების შენახვას. იმ შემთხვევაში, თუ შემდგომი კონტაქტები ფონდთან აღარ იარსებებს, 18 თვის შემდეგ, დამუშავებისთვის გათვალისწინებული შესაბამისი ვადების ფარგლებში, რომლებიც არ აღემატება 3 თვეს და შესაბამისი შემოწმების შემდეგ, პირადი მონაცემები წაიშლება ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.

4.5 თქვენი უფლებები

თქვენ უფლებამოსილი ხართ, გამოითხოვოთ ინფორმაცია მონაცემთა ზემოთ ხსენებული კატეგორიების შესახებ ისევე, როგორც მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის კორექტირება, წაშლა ან მათი დამუშავების შეზღუდვა.

 

5. პუბლიკაციების გავრცელება

5.1 მიზანი და მონაცემები

დაინტერესებული პირებისთვის მათი პუბლიკაციების გადაგზავნის მიზნით, ჩვენ ვამუშავებთ შემდეგ მონაცემებს:

  • სახელი, გვარი

  • მისამართი, საჭიროების შემთხვევაში - ანგარიშსწორების მისამართი

  • ელ-ფოსტა

  • მიწოდებული პუბლიკაციები

  • გადახდასთან დაკავშირებული მონაცემები

5.2 სამართლებრივი საფუძველი

მონაცემთა შენახვა ხდება ხელშეკრულების და/ან წინასახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე.

5.3 მონაცემთა გადაცემა და წვდომის უფლებამოსილების მქონე პირები

წვდომის უფლებები ეფუძნება უფლებამოსილებების ჩვენს შიდა კონცეფციას და სერვისის მომწოდებელ პირებთან წერილობით გაფორმებულ შეთანხმებებს, შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფის შესახებ.

5.4 მონაცემთა შენახვის ხანგრძლივობა

თქვენი პირადი ინფორმაცია იშლება პუბლიკაციების გადმოგზავნისთანავე. იმ შემთხვევაში, თუ პუბლიკაციების მიწოდება ფინანსურ ანაზღაურებასთანაა დაკავშირებული, თქვენი მონაცემების შენახვა ხორციელდება კანონით დარეგულირებული შენახვის ვადების შესაბამისად.

5.5 თქვენი უფლებები

თქვენ უფლებამოსილი ხართ, გამოითხოვოთ ინფორმაცია მონაცემთა ზემოთ ხსენებული კატეგორიების შესახებ ისევე, როგორც მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის კორექტირება, წაშლა ან მათი დამუშავების შეზღუდვა, თუკი აღნიშნული წინააღმდეგობაში არ მოდის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

0 Comments

Add new comment

Add new comment